საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, ხორვატია, თურქეთი - ეს და ხმელთაშუაზღვის აუზის კიდევ რამდენიმე ქვეყანა ერთ კვირაზე მეტია ტყის ხანძრებს ებრძვის. სტიქიამ უკვე იმსხვერპლა 50-მდე ადამიანი, მათ შორის 35 ალჟირში.
ხანძარი განსაკუთრებით ინტენსიურია საბრძნეთში, სადაც მხოლოდ დღეს ცეცხლის 70 მდე კერა დაფიქსირდა. სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ტურისტულ სექტორს. საკურორორტო ზონებიდან ყოველდღიურად 1000-ობით ტურისტის ევაკუაცია ხორციელდება.
ცენტრალურ საბერძნეთში გავრცელებულმა ტყის ხანძრებმა ტურიზმის გარდა ადგილობრივი ფერემერებიც დააზარალა. დაიწვა არაერთი ფერმა და საწარმოები. მეხანძრებთან ერთად სტიქიას ადგილობრივები საკუთარი ძალებითაც ებრძვიან.
განსაკუთრებულად მძიმეა ვითარება სიცილიაში. სადაც ხანძრის 50 მდე აქტიური კერაა. ტყეში გავრცელებულმა ცეცხლმა მიაღწია პალერმოს დასახლებულ პუნქტებამდე, დაიწვა ეკლესია და დაიხურა აეროპორტი. განადგურების საფრთხის წინაშე დგას სეგესტას არქეოლოგიურ პარკში მდებარე ბერძნული ტაძარი. მეოთხე დღეა ხანძარს ებრძვიან თურქეთშიც. სტიქიის შედეგად განადგურებულმა ტერიტორიამ 120 ჰექტარს გადააჭარბა. ხანძრის კერები აქტიურია სტამბოლოს და იზმირის რეგიონებში.
მეცნიერები, ყოველწლიურად ტემპერატურის ზრდას ვარაუდობენ. მსოფლიო კი კლიმიატურ ცვლილებებთან ბრძოლის გლობალურ გეგმაზე მსჯელობს.