26 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
ჯიმ ო"ბრაიენი - გამამხნევებელია, რომ საქართველოს სამსახურები დგამენ რეალურ ნაბიჯებს, რათა შეზღუდონ ბრძოლის ველთან დაკავშირებული ნივთების რუსეთში გადაზიდვა, გამჭვირვალობის კუთხით კარგი პარტნიორები არიან

კარგი პარტნიორების შესახებ ამბავი, ამერიკელ სენატორებს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ჩაუტანა. საგარეო კომიტეტის სხდომაზე სენატორები დაინტერესდნენ, რას და როგორ აკეთებს საქართველო, იმისთვის რომ რუსეთი ომისთვის დაისაჯოს. ჯეიმს ო ბრაიენი, რომელიც სანქციებზე მომუშავე ჯგუფის კოორდინატორია, თბილისის შედეგით კმაყოფილია. ყველაზე მეტი შეკითხვა საგარეო კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე მას სენატორმა ჯინ შაჰინმა დაუსვა.

სენატორებს საქართველოს საკითხზე მსჯელობისას არც მომავალი წლის არჩევნები დავიწყებიათ და არც ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ საქართველოში დაწყებული რეფორმები.

გზავნილებს დასავლეთიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მალევე მოჰყვა თბილისში. ის, რაც ამერიკაში ითქვა, არ მოსწონს ოპოზიციას. მათ ეჭვი შეაქვთ, ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაში სანქციების აღსრულების კუთხით და მიაჩნიათ, რომ დასავლელი პარტნიორები საქართველოდან დამაიმედებელ ცნობებს ვერ იღებენ.

ის, რაც ოპოზიციას ეჭვებს უჩენს, მმართველი გუნდისთვის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა. ქართული ოცნების ლიდერებისთვის მიუღებელი და გაუგებარია პოლიტიკური ოპონენტების ბრალდებები. აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ სანქცირებული ტვირთი ქვეყანაში ვერ მოხვდეს. მათი თქმით, ამას პარტნიორების განცხადებებიც ადასტურებს.

საქართველოს მიერ სანქციების აღსრულების საკითხზე სენატში გუშინ იმსჯელეს, ერთი თვის წინ კი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი თბილისში ჩამოვიდა. მაღალი რანგის სტუმრებს ქართულმა მხარემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით. დელეგაციის წევრებმა თბილისშივე ღიად განაცხადეს, რომ სახელმწიფო უწყებები სანქციების არიდების პრევენციაზე ეფექტურად მუშაობენ.

 

დღის ამბები