26 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
ბანძუსტანიდან საბჭოთა სუნიანი მოქალაქეები მივიღეთ, რომლებსაც დამტვრეული რუსულით, დამამცირებლად კაპიკებს ვემათხოვრებით - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოსა მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბათუმის პორტში  საკრუიზო ლაინერის Astoria Grande-ს  შემოსვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მისი თქმით, მისი ხელისუფლება Royal Caribbean-ის საკრუიზო გემების მისაღებად ემზადებოდა, სანაცვლოდ კი საბჭოთა სუნიანი მოქალაქეები მივიღეთ, რომლებსაც დამტვრეული რუსულით, დამამცირებლად კაპიკებს ვემათხოვრებით. 

„ჩვენ Royal Caribbean-ის საკრუიზო გემების მისაღებად ვემზადებოდით. ეს გემები ჩამოიყვანდნენ ათასობით მდიდარ ამერიკელს, რომლებიც ბევრ ფულს დახარჯავდნენ.

ამის მაგიერ ბანძუსტანიდან საბჭოთა სუნიანი მოქალაქეები მივიღეთ, რომლებსაც დამტვრეული რუსულით, დამამცირებლად კაპიკებს ვემათხოვრებით“,- ნათქვამია სააკაშვილის „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები