საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ ბორჯომის სამხრეთ-აღმოსავლეთით - 12 კილომეტრის დაშორებით, სოფელ ანდეზიტთან, თბილისის დროით 12:38 საათზე დაფიქსირდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბიძგების სიმძლავრე 3,3 მაგნიტუდა იყო, სიღრმე კი 5 კილომეტრი.