26 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
არის ძალიან გამამხნევებელი სიახლე, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურები რეალურ ნაბიჯებს დგამენ, რათა შეზღუდონ ბრძოლის ველთან დაკავშირებული ნივთების რუსეთში გადაზიდვა - ჯიმ ო"ბრაიანი

"ვფიქრობ, გამამხნევებელი სიახლეა, რომ საქართველოს საბაჟო ორგანოები დგამენ რეალურ ნაბიჯებს, რათა შეზღუდონ იმ საქონლის რუსეთში გადაზიდვა, რასაც ბრძოლის ველზე იყენებენ. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მათ აქვთ სრული კონტროლი საქართველოს საზღვრებში ტვირთის მოძრაობაზე, იქნება ეს საჰაერო თუ საგზაო საზღვარი," - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯიმ ო"ბრაიენმა სენატში განაცხადა.

ჯიმ ო"ბრაიენს სენატორმა ჯინ შაჰინმა დაუსვა შეკითხვა საქართველოში მისი ვიზიტის შესახებ და იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ქვეყანაში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით. სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ჯერ კიდევ მოქმედმა ხელმძღვანელმა, სენატორების შეკითხვებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენაზე უპასუხა. სენატი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოზიციაზე ჯიმ ო"ბრაიენის კანდიდატურას განიხილავს.

"ახლახანს იყავით თბილისში სანქციების აღსრულების შესასწავლად. შეგიძლიათ მოგვაწოდოთ განახლებული ინფორმაცია რა ხდება საქართველოში რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით," - ამბობს სენატორი ჯინ შაჰინი.

ჯიმ ო"ბრაიენი ფიქრობს, რომ არის ძალიან გამამხნევებელი სიახლე, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურები რეალურ ნაბიჯებს დგამენ, რათა ბრძოლის ველთან დაკავშირებული ნივთების რუსეთში გადაზიდვა შეზღუდონ.

"თბილისში ვიყავი კოლეგებთან ერთად ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან. ასე რომ, წარმოდგენილი ვიყავით, როგორც ერთიანი ფრონტი. ვფიქრობ, არის ძალიან გამამხნევებელი სიახლე, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურები რეალურ ნაბიჯებს დგამენ, რათა შეზღუდონ ბრძოლის ველთან დაკავშირებული ნივთების რუსეთში გადაზიდვა.

ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მათ სრული კონტროლი აქვთ საქართველოს საზღვარზე გადაადგილებებზე, იქნება ეს აეროდრომების თუ სახმელეთო საგზაო საზღვრებზე. ეს უწყვეტი სამუშაოა და ამ კუთხით დიდძალ დახმარებას ვაწვდით. ისინი კარგი პარტნიორები არიან გამჭვირვალობის კუთხით იმის შესახებ, თუ რას ხედავენ. ახლა კითხვა ისაა, შეგვიძლია თუ არა უკეთესი მონაცემების მიღება მომავალში და შეგვიძლია თუ არა უფრო ნათლად დავინახოთ ის, თუ რა ხდება საქართველოსა და რუსეთს შორის ახლახან განახლებულ ფრენებთან დაკავშირებით," - აცხადებს სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ჯიმ ო"ბრაიანი.

სენატორი სვამს კითხვას, არის თუ არა საქართველო-რუსეთის ფრენების აღდგენა სანქციებისთვის თავის არიდების მცდელობა?

​"გვაშფოთებს თუ არა, რომ ფრენების აღდგენა სანქციებისთვის თავის არიდებას დაეხმარება" - აცხადებს სენატორი ჯინ შაჰინი.
 
სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს შესაძლებელია, თუმცა სურთ დარწმუნდნენ იმაში თუ რა იტვირთება თვითმფრინავებში, როცა ისინი რუსეთში ბრუნდებიან.

"ეს უდაოდ შესაძლებელია. ასე რომ, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ვიცით რა იტვირთება ამ თვითმფრინავებში როცა ისინი უკან - რუსეთში ბრუნდება," -  ამბობს სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ჯიმ ო"ბრაიანი.

სენატორი დაინტერესდა თუ რა შეიძლება გაკეთდეს მომავალი წლის არჩევნებამდე იმისთვის, რათა საქართველოს მთავრობა თავისი ინსტიტუტების გაძლიერებაში უფრო მეტად ჩაერთოს.

"მომავალი წლის არჩევნებამდე რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობა კიდევ უფრო იყოს ჩართული თავისი ინსტიტუტების გაძლიერებაში," - ამბობს სენატორი ჯინ შაჰინი.

ო"ბრაიანი განმარტავს, რომ მოსამართლეთა დანიშვნის, დისციპლინისა და მონიტორინგის გაუმჯობესება, პროგრესის მისაღწევი მთავარი სფეროა.

"მოგეხსენებათ, შეერთებულმა შტატებმა შეზღუდვები დაუწესა მოსამართლეთა ჯგუფს, რომელიც საქართველოში სასამართლო სისტემის კონტროლით იყო ცნობილი. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივისკენ პროგრესის მისაღწევად, ეს ერთ-ერთი პირველი მოთხოვნაა. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან და ნათლად ვუთხარით საქართველოს მთავრობას, რომ მოსამართლეთა დანიშვნის, დისციპლინისა და მონიტორინგის გაუმჯობესება, პროგრესის მისაღწევი მთავარი სფეროა. ქართველი ხალხის 90%-ზე მეტი ამბობს, რომ სურს ევროპის ნაწილი იყოს. ქვეყანაში ამასთან დაკავშირებით პოლარიზაცია არ არსებობს," - განაცხადა სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა ჯიმ ო"ბრაიანმა.

დღის ამბები