26 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ჩინეთში დაიწყო - ქართული დელეგაციის საზეიმო დახვედრის ცერემონიას ჩინეთის ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემდა

პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ჩინეთში დაიწყო. შედგა ქართული დელეგაციის საზეიმო დახვედრის ცერემონია, რომელსაც ჩინეთის ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემდა. ჩენდუს საერთაშორისო აეროპორტში ირაკლი ღარიბაშვილს ჩინეთის განათლების მინისტრი, სიჩუანის პროვინციის გუბერნატორი და ჩინეთისა და საქართველოს ელჩები დახვდნენ. საქართველოსა და ჩინეთის დროშებით ხელში აეროპორტში  100-ზე მეტი სპორტსმენი სტუდენტიც იმყოფებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ქალაქ ჩენდუში ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. წელს თამაშებში 50 ქართველი სტუდენტი მონაწილეობს.

საერთო ჯამში, სპორტულ ღონისძიებაში 170-ზე მეტი ქვეყნიდან 10 ათასამდე სპორტსმენი და ოფიციალური პირი იქნება ჩართული. შეჯიბრი სპორტის 18 დისციპლინაში იმართება და 8 აგვისტოს დაიხურება. ჩენდუდან საქართველოს პრემიერი დელეგაციასთან ერთად, პეკინში გაემგზავრება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის დროს ორივე ქალაქში მაღალი დონის შეხვედრები იგეგმება.

 

დღის ამბები