26 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში - აშშ-ის საელჩოს განცხადება

"მავნებლური ინფორმაცია, რაც ამტკიცებს ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ფული მიიღეს ლობისტური ფირმებისგან, ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა" - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, სადაც დიპლომატიური უწეყბა აღნიშნავს, რომ ინფორმაცია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მისი ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის საქმიანობაში საელჩოს თანამშრომელთა ჩართულობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თბილისსა და ვაშინგტონში, შეშფოთება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის საელჩოსა და ჩვენი თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებულ დეზინფორმაციასა და პოლიტიკური მოღვაწეების მიერ ამ დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით.

როგორც აღვნიშნეთ, თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში. მავნებლური ინფორმაცია, რაც ამტკიცებს ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ფული მიიღეს ლობისტური ფირმებისგან, ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა," - ნათქვამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. 

დღის ამბები