ჟურნალისტ გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან 22 წელი გავიდა.
"რუსთავი 2-ის" გამორჩეული ჟურნალისტი და ცნობილი ტელესახე, 2001 წლის 26 ივლისს, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს.
გიორგი სანაია "რუსთავი 2-ში" 1999 წლიდან მუშაობდა - იყო "ღამის კურიერის" წამყვანი. გიორგი სანაია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.