მოლდოვის მთავრობამ ქვეყანაში არსებული რუსეთის საელჩოს თანამშრომლების რაოდენობის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება ქვეყანაში იმ პირთა რაოდენობის შეზღუდვას ისახავს მიზნად, რომლებიც მოლდოვის რესპუბლიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. მან ასევე ყურადღება გაამახვილა რუსეთის საელჩოს თავზე დამონტაჟებულ ანტენებზე, რომელსაც შესაძლოა მოლდოველი პოლიტიკოსების მოსმენისთვის იყენებდნენ.
გადაწყვეტილების საპასუხოდ მოლდოვაში რუსეთის ელჩმა მოლდოვის მთავრობა რუსოფობიაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ეს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე აისახება. ასევე ამტკიცებს, რომ საელჩოს თავზე დამონტაჟებული ანტენები ძველი და ჟანგიანია.