ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, იტალიის ქალაქ მილანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია. ფინალი ერთი საათის წინ დასრულდა. სანდრო ბაზაძე მსოფლიო პირველობაზე ამერიკელ ელი დერ შვიცთან დამარცხდა.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ქართველი მოფარიკავე ინდივიდუალურ პირველობაში პირველად ასპარეზობდა. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხების მიუხედავად, ბაზაძე ოლიმპიადაზე მაინც ოქროს მედლის მთავარი პრეტენდენტად რჩება.