26 ნოემბერი 2024,   08:17
ვრცლად
თელავში, ქუთაისსა და წყალტუბოში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება - პროგრამა 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება და მას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიარდი ლარი მოხმარდება

თელაველების სავიზიტო ბარათი, მალე ახალ სიცოცხლეს შეიძენს. ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ბატონის ციხის და მისი მიმდებარე ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია იწყება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. თელავის მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, რომ ახალი პროექტები ქალაქში მეტ ტურისტს მოიზიდავს.

სამუშოები იწყება იმერეთშიც. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია ქუთაისის ისტორიული არეალის რეკონსტრუქცია. განახლდება წყალტუბოს ცენტრალური პარკი და მოეწყობა ცივი ტბის მიმდებარე ტერიტორია. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ახალ პროექტებს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან როლი ექნება.

სახელმწიფო პროგრამას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. პირველ ეტაპზე, შერჩეულია 11 ლოკაცია. პროექტი ყაზბეგის, მესტიისა და ბაკურიანის ისტორიული არეალის განახლებასაც ითვალისწინებს.

პროგრამას, რომელიც 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიარდი ლარი მოხმარდება.

დღის ამბები