სარფში, ზღვაში 40-წლამდე ასაკის მამაკაცი დაიხრჩო. ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, შეტყობინების საფუძველზე, მაშველები ადგილზე მივიდნენ, თუმცა ადგილობრივებს მამაკაცი ზღვიდან უკვე გამოყვანილი ჰყავდათ. იგი უგონო მდგომარეობაში იყო და გადარჩეენა ვერ მოხერხდა.