26 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
საკრუიზო გემი, რომელიც სოჭიდან გაემგზავრა და ბათუმში გაჩერდება, სანქცირებული არ არის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ბათუმის საზღვაო ნავსადგურში საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE-ს შემოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სააგენტოში განმარტავენ, საკრუიზო გემის შემოსვლა კომერციული ხასიათისაა, იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.
 
ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთ-მფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
 
ცნობისთვის, „ეხო კავკაზა“ ტელეკომპანია "რასია ერთზე" დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად, 22 ივლისს საკრუიზო გემი ასტორია გრანდი სოჭიდან ახალი მარშრუტით გაემგზავრა, რომელიც ბათუმში გაჩერებასაც ითვალისწინებს.
დღის ამბები