26 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
საქართველო ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საორიენტაციო კურსის დასკვნით ეტაპს მასპინძლობს

საქართველო ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საორიენტაციო კურსის დასკვნით ეტაპს მასპინძლობს. კურსი ავსტრიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ორგანიზებით იმართება.

კურსში აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ქვეყნებიდან საჯარო უწყებების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მონაწილეობენ. სწავლების ფარგლებში უცხოელი ექსპერტები მსმენელებს ესაუბრებიან ევროპული უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე.

მონაწილეები ერთმანეთს ინფორმაციას და გამოცდილებას უზიარებენ სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობის და ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ.

დღის ამბები