26 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
პოლონეთი და უნგრეთი იმუქრებიან, რომ უკრაინას დასავლეთის საექსპორტო მარშრუტს შეუწყვეტენ - ამ სათაურით სტატიას "პოლიტიკო" აქვეყნებს

პოლონეთი და უნგრეთი იმუქრებიან, რომ უკრაინას დასავლეთის საექსპორტო მარშრუტს შეუწყვეტენ - ამ სათაურით სტატიას პოლიტიკო აქვეყნებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, პოლონეთი ცალმხრივად დაბლოკავს იმპორტს უკრაინიდან, თუ ევროპული კომისია დროებით შეზღუდვებს მინიმუმ წლის ბოლომდე არ გაახანგრძლივებს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მათეუშ მორავეცკის განცხადებით, თუ ევროკომისია თავად არ მოახდენს რეაგირებას რეგულაციების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, ისინი ამას დამოუკიდებლად გადაწყვეტენ. მსგავს პოზიციაზეა უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრიც. ისტა ნაგის თქმით, სახელმწიფო უნგრელი ფერმერების ინტერესთა დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.

საუბარია მაისში მიღწეულ შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც 5 ქვეყანა - ბულგარეთი, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი ევროპული კომისიისგან 100 მილიონი ევროს დაფინანსების და გარანტიების სანაცვლოდ, უარს ამბობენ ცალმხრივ ზომებზე, შეზრუდვები დაუწესონ უკრაინულ ექსპორტს. შეთანხმების თანახმად, უკრაინული მარცვლეული მსოფლიოში ექსპორტზე ამ ხუთი ქვეყნის გავლით უნდა გავიდეს.

შეზღუდვების ვადა 15 სექტემბერს იწურება, შეთანხმების მონაწილე ხუთ ქვეყანას კი მათი გახანგრძლივება სურს. მათგან კი მხოლოდ პოლონეთი და უნგრეთი იმუქრებიან ცალმხრივი ზომების გატარებით.

დღის ამბები