26 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
პარლამენტმა ძალიან ბევრი იშრომა იმისთვის, რომ პუნქტები შესრულებულიყო, საერთო ჯამში ძალიან კარგი შედეგი გვაქვს - ანრი ოხანაშვილი ევრორეკომენდაციებზე

"საქართველოს გზა ევროკავშირისკენ" - კონფერენცია გრძელდება. მონაწილეებს შორისაა საქართველოში ევროკავშირის ელჩი, რომელიც იმედოვნებს, რომ ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

"ქართული ოცნების" წერვები კი ამბობენ, რომ პუნქტების შესასრულებლად ყველაფერი გააკეთეს და ქვეყნას ამ მხრივ წინ გადადგმული ნაბიჯები აქვს. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პარლამენტმა პუნქტების შესასრულებლად ბევრი იშრომა.

"პარლამენტმა ძალიან ბევრი იშრომა იმისთვის, რომ ეს პუნქტები შესრულებულიყო. მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სასპეკულაციო სივრცე არ დარჩეს. რაც შეეხება მდგომარეობას, იცით, რომ დეპოლარიზაციის პუნქტი არის გამოწვევა, ასევე იცით, რომ იუსტიციის არამოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებით პუნქტი ნაწილობრივ არის შესრულებული და მმართველმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს პუნქტი შესრულებულიყო, თუმცა არსებოენ ოპოზიცის გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ამაში ხელს გვიშლიან. საერთო ჯამში კი ჩვენ ძალიან კარგი შედეგი გვაქვს," - აცხადებს ოხანაშვილი

დღის ამბები