26 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
როდესაც ფულს იღებ იმისთვის, რომ რაღაც პოზიცია დაიჭირო, ძალიან მძიმე ფაქტია, მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკოსი გქვია - კახა კალაძე გიორგი მარგველაშვილზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა პოლიტიკოსი თავად წყვეტს, ვისთან და რა ფორმით გაერთიანდება, თუმცა, როდესაც ეს გარკვეული თანხის სანაცვლოდ კეთდება, უმძიმესი სანახავია.

ეს განცხადება კახა კალაძემ "ნაციონალურ მოძრაობაში" საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით გააკეთა:

"როდესაც ფულს იღებ იმისთვის, რომ რაღაც პოზიცია დაიჭირო, ძალიან მძიმე ფაქტია, მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკოსი გქვია. 

რა თქმა უნდა, შეიძლება გქონდეს განსხვავებული მოსაზრება, პრინციპები, რაღაცის გჯეროდეს, მაგრამ როცა ამას ფულის გამო აკეთებ და განცხადებებში თეთრზე შავს ამტკიცებ, ეს არის უმძიმესი.

არ ვიცი რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ვინ როგორ, რა ფორმით იასპარეზებს არჩევნებზე, მაგრამ ერთი რამ ცხადია - ამ ადამიანებს ჰყავთ ერთი პატრონი, ერთიანად იმართებიან და ერთი ხერხემალი აქვთ," - აცხადებს თბილისის მერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე. 

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია კი  აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობას", ვაშაძისა და მარგველაშვილის მათთან შესაძლო გაერთიანება, რეალურ შედეგს ვერ მოიტანს. 

"ნაციონალურ მოძრაობას" ალბათ მარგველაშვილთან დაკავშირებით აქვს ძალიან ელემენტარული გათვლა, რომ მას აქვს ტიტული, ის არის ყოფილი პრეზიდენტი. შესაბამისად, დღევანდელ მოცემულობა რაც აქვს და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ვინც ბრძანდება, იმის გაპატიოსნებას ყველანაირად შეეცდებიან.

ერთ-ერთი ცდა არის ვაშაძის შემოსვლა, ალბათ იქნება მარგველაშვილის და კიდევ ვიღაცის სახელები, მაგრამ ამ სახელების უკან, პროცენტიანი რეიტინგები არ დგას და შესაბამისად, რა უნდა მიიღონ ჯამში არ ვიცი, გარდა იმისა, რომ ისევ დამარცხდებიან, როგორც ეს უკვე მოხდა," - აცხადებს ბექა ოდიშარია.

არსანიშნავია, რომ ლევან ხაბეიშვილმა გიორგი მარგველაშვილთან კავშირები დაადასტურა.

დღის ამბები