ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ალჟირში 34-მდე გაიზარდა - დაღუპულთა შორის 10 ჯარისკაცია. ცეცხლის 100-მდე კერა ქვეყნის ჩრდილოეთით, რამდენიმე პროვინციაში ფიქსირდება.
სახანძრო-სამაშველო ოპერაციებში 8 000 ადამიანი, 500-მდე სახანძრო მანქანა და რამდენიმე ვერტმფრენია ჩართული.
ადგილობრივების ცნობით, სტიქიასთან ბრძოლას ძლიერი ქარი ართულებს.