სოფლის მეურნეობის მინისტრი გაეროს სასურსათო სისტემების სამიტს დაესწრო. ღონისძიებაში 1200 დელეგატი, მათ შორის 19 ქვეყნის პირველი პირი და 65 ქვეყნის მინისტრები ესწრებოდნენ.
ოთარ შამუგია რომში ვიზიტის ფარგლებში იტალიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სურსათის და სატყეო პოლიტიკის მინისტრსაც შეხვდა. ოფიციალური ცნობით ისაუბრეს თამამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.