26 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის საქმეს, ძალიან გვაწუხებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა - სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის საქმეს, ძალიან გვაწუხებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

დეპარტამენტის პრეს-სპიკერს კითხვა დაუსვეს საქართველოში აშშ-ის ხუთი ყოფილი ელჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომელშიც საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მკურნალობა.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის საქმეს. ძალიან გვაწუხებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. საქართველოს მთავრობას, როგორც საჯაროდ, ასევე პირადად არაერთხელ ვუთხარით, რომ მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს სამედიცინო დახმარება, რომელიც მას სჭირდება ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საქმის ძალიან მჭიდრო მონიტორინგს," - განაცხადა მეთიუ მილერმა.

დღის ამბები