26 ნოემბერი 2024,   09:50
ვრცლად
თეთრი სახლი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს მხარს არ უჭერს - თეთრი სახლის პრესსპიკერი კარინ ჟან-პიერი

თეთრმა სახლმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ არ უჭერს მხარს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს - ამის თაობაზე განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც მოსკოვში გუშინ დილით შენობები დაზიანდა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა, პრესკონფერენციაზე ხაზგასმით თქვა, რომ "მხარს არ უჭერს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს". აქვე ისიც აღნიშნა, რომ ეს რუსეთის ომია და მოსკოვს ამ ყველაფრის დასრულება ნებისმიერ დროს, თავად შეუძლია, უკრაინიდან ძალების გაყვანით.

დღის ამბები