26 ნოემბერი 2024,   09:49
ვრცლად
ხორვატიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი კონკრეტული შედეგით  დასრულდა - ხორვატიაში საქართველოს საელჩო გაიხსნა

ხორვატიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი კონკრეტული შედეგით დასრულდა - 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის თავზე, ქვეყნებს შორის ურთიერთობის ახალი ეტაპი დაიწყო, ხორვატიაში საქართველოს საელჩო გაიხსნა.

მთავრობის მეთაურის ვიზიტი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეაფასა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოფიციალური ზაგრები, საქართველოს ურყევი მხარდამჭერია ევროპულ და ევროინტეგრაციის გზაზე.

ილია დარჩიაშვილმა, 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, რეკომენდაციები შესრულდა და ის დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების მიერ გაწეული ძალისხმევა სათანადოდ იქნება აღქმული ყველას მხრიდან.

დღის ამბები