26 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის, უცხოეთის წამყვან კლინიკებში მკურნალობის სრული კურსის დაფინანსების მისაღებად, განაცხადების მიღება დაიწყო

18 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი, რომელსაც ონკოლოგიური დიაგნოზი აქვს, საზღვარგარეთ უფასოდ მკურნალობას შეძლებს. თურქეთის "ანადოლუს სამედიცინო ცენტრი," ესპანეთის "ქირონ სალუდის სამედიცინო ცენტრი" და ისრაელის "იხილოვის სამედიცინო ცენტრი- სამივე კლინიკაში ბავშვებისა და მოზარდების მკურნალობის სრულ ხარჯს საკუთარ თავზე სახელმწიფო იღებს.

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სრული კურსის დაფინანსების მისაღებად, განაცხადების მიღება დღეს დაიწყო. პროცედურულად,მოქალაქე წერეთლის 144 ნომერში უნდა მივიდეს. ჯანდაცვის სამინისტროს პირველ სართულზე , მოსახურების სივრცეში, საჭიროა მშობლის მონაცემების წარდგენა, ბავშვის დაბადების მოწმობა და ფორმა 100,ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული. დიაგნოსტიკური კვლევების განხილვიდან ერთი კვირის პერიოდში, ოჯახს, სოლიდარობის ფონდის წარმომადგენელი დაუკავშირდება . ამ პროცედურების გავლის შემდეგ პაციენტი უცხოეთში სამკურნალოდ გაემგზავრება.

ახალი პროგრამის განხორციელება სოლიდარობის ფონს დაევალა . შერჩეულია და ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია მაღალი დონის პარტნიორ კლინიკებთან, ისრაელში ,თურქეთსა და ესპანეთში . მკურნალობის კურსთან ერთად, ტრანსპორტირება , კვება და ბინით უზრუნველყოფა სრულად იქნება დაფინანსებული . პაკეტი მოიცავს სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ და პრთონოთერაპიას , ასევე ოპერაციულ ჩარევას.

 

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის დაფინანსება საქართველოშიც არის შესაძლებელი . ქვეყანაში კურსის გავლა მხოლოდ ერთ სამედიცინო ცენტრში ხდება . იაშვილის კლინიკაში დღეს ათობით 18 წლამდე მოზარდი არის ექიმების ყურადღების ქვეშ.


დღემდე ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსება ქვეყნის შიგნით და საზღვრებს მიღმა რეფერალური მომსახურებით ხდებოდა . მკურნალობის სრული კურსის გავლისთვის დამატებითი ფინანსების მოძიება თავად ოჯახებს უწევდათ . მთავრობამ ონკო პაციენტებისთვის ახალი პროგრამა აპრილის დასაწყისში დააანონსა . მიზანი 18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მომზადებისთვის,სრულყოფილი და მაღალი ხარისხის სერვისებისა და მკურნალობის კურსის შეთავაზება იყო . პროგრამის ფარგლებში 300 ბავშვი დაფინანსდება და ბიუჯეტიდან ამისთვის 30 მლ ლარია გამოყოფილი.

 

 

დღის ამბები