26 ნოემბერი 2024,   08:21
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, როგორც ხორვატია, ასევე ჩვენი მეგობარი ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ძალისხმევას არ დაიშურებენ იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ წლის ბოლოს მიიღოს კანდიდატის სტატუსი - ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ხორვატიის მხარდაჭერაზე საუბრობს. ილია დარჩიაშვილი დარწმუნებულია, რომ როგორც ხორვატია, ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა საქართველომ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

"კონკრეტული აქცენტები ჰქონდა ხორვატიის პრემიერ-მინისტრს საქართველოსთან მიმართებაში იმ მხარდაჭერაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ხორვატიისგან და დარწმუნებული ვარ, როგორც ხორვატია, ასევე ჩვენი მეგობარი ევროკავშირის წევრი ქვეყნები ძალისხმევას არ დაიშურებენ იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ წლის ბოლოს მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის. ვფიქრობ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ვიზიტი არის ისტორიული, რომელიც აუცილებლად მოიტანს კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისთვის," - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დღის ამბები