26 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
თქვენ შეძელით, დაგეძლიათ ზეწოლა და სწორედ ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ და პატივს ვცემთ თქვენს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს - ხორვატიის პრემიერი საქართველოს საელჩოს გახსნაზე

ხორვატია მხარს უჭერს და პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ მისწრაფებებს, – ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა ზაგრებში საქართველოს საელჩოს გახსნისას განაცხადა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხორვატიაში ვიზიტისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

ანდრეი პლენკოვიჩის, დღეს ნამდვილად ისტორიული მომენტია.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ხორვატიაში. მადლობას ვუხდით ელჩს ამ ახლად გახსნილ საქართველოს საელჩოში მასპინძლობისთვის. ასევე მივესალმები საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს და ყველა ქართველ მეგობარს. მადლობა ანსამბლს ასეთი აკაპელასთვის. ვფიქრობ, ყველა ჩვენგანი შთაბეჭდილების ქვეშ არის. თქვენ მიერ შესრულებული ხორვატული ჰიმნის ფონზე, რომ არ მცოდნოდა, ქართველები ხართ, ხორვატები მეგონებოდით. პატივია თქვენი აქ ყოფნა.

დღეს ნამდვილად ისტორიული მომენტია. ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტია ხორვატიაში. მე და ირაკლი ღარიბაშვილი ზუსტად რვა წლის წინ შევხვდით ერთმანეთს თბილისში. მე ევროპული პარლამენტის წევრი ვიყავი და თქვენ, პრემიერობის პირველი მანდატი გქონდათ, როდესაც მე აღმოვაჩინე ის სირთულეები, რომლებიც ისტორიის განმავლობაში გქონდათ, ასევე, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიების თვალსაზრისით.

თქვენ შეძელით, დაგეძლიათ ზეწოლა და სწორედ ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ და პატივს ვცემთ თქვენს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მზაობაა, მიხვიდეთ იმ გამოსავლამდე, რომლითაც საქართველოს ტერიტორიები თქვენი მთავრობის სამართლებრივი და კონსტიტუციური კონტროლის ქვეშ გადმოვა. ეს არის ჩემი სურვილი თქვენ მიმართ. ჩვენ გვქონდა ანალოგიური სიტუაცია 90-იანებში და დაგვჭირდა რამდენიმე წელი, რომ სამართლებრივ და კონსტიტუციურ წესრიგში დაბრუნებულიყო ამ ტერიტორიებზე კონტროლი. ამიტომ, ჩვენ კარგად გვესმის თქვენი“, – აღნიშნა ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ხორვატია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ მისწრაფებებს.

„ერთი წლის წინ ჩვენ მხარი დავუჭირეთ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას. ველოდებით იმ კრიტერიუმების შესრულებას, რომელიც საქართველოს მთავრობის წინაშეა დასახული და იმ შემდგომ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ევროკავშირის დონეზე, თქვენი ამბიციების სასარგებლოდ იქნება შემდეგი ნაბიჯისთვის, რაც უკვე გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება იქნება“, – განაცხადა პლენკოვიჩმა.

ამასთან, მისივე განცხადებით, ხორვატია მიესალმება საქართველოს ტრანსფორმაციას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში.

„მივესალმებით ასევე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივას, როდესაც კრიტერიუმები დაკმაყოფილებული იქნება“, – განაცხადა ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები