26 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
ისრაელის პარლამენტმა სასამართლო რეფორმის კანონპროექტი მიიღო, რომელსაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა

64 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი – ისრაელის პარლამენტმა სადავო სასამართლო რეფორმის კანონპროექტი მიიღო. კენჭისყრაში პროტესტის ნიშნად არ მონაწილეობდა ოპოზიცია.

კანონპროექტის მიღებას წინ უძღოდა პარლამენტში 30-საათიანი განხილვა და საპროტესტო აქციები. კენჭისყრის დროს პარლამენტის შენობასთან მობილიზებული იყო პოლიცია.

სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, ქსენეთის წინ შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

რეფორმის მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობა განსაზღვრავს რეალურად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევანს, ხოლო თავად სასამართლო დაკარგავს ხელისუფლების გადაწყვეტილებების გაუქმების ბერკეტს. აქციის მონაწილეთათვის ეს სასამართლოების დამოუკიდებლობის დაკარგვას ნიშნავს. კრიტიკოსები ამბობენ, რომ შეთავაზებული რეფორმები შეაფერხებს სასამართლოს დამოუკიდებლობას, ხელს შეუწყობს კორუფციას, დაარღვევს უმცირესობათა უფლებებს და ისრაელის სასამართლო სისტემის სანდოობას შეამცირებს.

დღის ამბები