26 ნოემბერი 2024,   08:18
ვრცლად
5 ნომრის ქვეშ, ყველაზე რადიკალი და ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები შეიკრიბნენ - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, 5 ნომრის ქვეშ, ყველაზე რადიკალი და ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები შეიკრიბნენ.

მისი განმარტებით, "ქართული ოცნება" უზრუნველყოფს, რომ საქართველოში აგენტები რამდენ კლასტერადაც არ უნდა დაიყონ, რამდენჯერაც არ უნდა დაბრუნდნენ უკან ან გადავიდნენ სხვაგან, ვერ გაიმარჯვებენ.

"ლოგიკა გვეუბნება იმას, რომ შესაძლებელია საქმე გვქონდეს, გადაჯგუფებასთან "ნაცმოძრაობის" რიგებში. ყველაზე რადიკალი, ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები დღეს შეიკრიბნენ 5 ნომრის ქვეშ. ვაშაძის პოლიტიკური ხასიათი, ძალიან ჰგავს დღევანდელი ე.წ. "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის პოლიტიკურ ხასიათს - ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები. ჩვენ ალბათ, ვნახავთ იმ მეორე კლასტერს, რომელიც ლიბერალებზე იმუშავებს, მაგრამ რეალურად, ფსევდო ლიბერალური ღირებულებები იქნება, რადგან მათ ლიბერალიზმთან საერთო არაფერი აქვთ. აქ მოაზრებულია ზურა ჯაფარიძე და მისი მხარე. შესაძლებელია, მათთან ერთად ვიხილოთ, "ლელო", გახარია და ასეთი პოლიტიკური წარმონაქმნები. ესენი ყველანი ცდილობენ, რომ ერთად მიიღონ ხმები, რომელიც მოუგებს არჩევნებში "ქართულ ოცნებას", რაც წარმოუდგენელია. ჩვენ, უზრუნველვყოფთ, რომ ამ ქვეყანაში, აგენტები რამდენ კლასტერადაც არ უნდა დაიყონ, რამდენჯერაც არ უნდა დაბრუნდნენ უკან ან გადავიდნენ სხვაგან, ვერ გაიმარჯვებენ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები