26 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
რამდენჯერ გაერთიანდნენ და რამდენჯერ დაიშალნენ უკვე ვერავინ მოთვლის, ყოფილი "ნაციონალები" არ არსებობენ - ნინო წილოსანი

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნინო წილოსანის განცხადებით, "რამდენჯერ გაერთიანდნენ და რამდენჯერ დაიშალნენ უკვე ვერავინ მოთვლის, არაერთგზის დადასტურდა, რომ ყოფილი "ნაციონალები" არ არსებობენ".

მისი განმარტებით, არის მოლოდინი, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის პოზიცია, გაერთიანებულ თუ არაგაერთიანებულ ფორმატში ყველაზე რადიკალური იქნება.

"რამდენჯერ გაერთიანდნენ და რამდენჯერ დაიშალნენ უკვე ვერავინ მოთვლის. არაერთგზის დადასტურდა, რომ ყოფილი "ნაციონალები" არ არსებობენ, ის გაფანტული ელემენტები როდის დაუბრუნდებიან "დედა პარტიას", ვგულისხმობ "ნაციონალურ მოძრაობას", ეს არანაირ განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს თვითონ პროცესს. შინაარსი არ იცვლება, ვიცით შინაარსი მათი - წინასაარჩევნო იქნება, თუ ზოგადად, პოლიტიკური, როგორია.

გვაქვს მოლოდინი, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის ისინი გაერთიანებულ თუ არაგაერთიანებულ ფორმატში იქნებიან ყველაზე რადიკალურები და შეეცდებიან, მაქსიმალური დისკრედიტაცია გაუწიონ პროცესს და ქვეყნის ინტერესებს", - განაცხადა წილოსანმა.

დღის ამბები