გურჯაანში საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა. ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდები მთელი საქართველოდან და ევროპის შვიდი ქვეყნიდან.
ჟიურიმ საუკეთესო ქართველ სპიკერად დეა ვეფხვაძე დაასახელა. საუკეთესო ევროპელი სპიკერი კი ლიეტუვას წარმომადგენელი - აუსტეია მიკნევიჩიუტე გახდა. პროექტი პარლამენტის წევრის დავით სონღულაშვილის ინიციატივით წელს პირველად გაიმართა და მას ყოველწლიური სახე მიეცემა.