ჯოზეფ ბორელი "ტვიტერზე" რუსეთის მიერ ოდესის ისტორიულ ცენტრზე განხორციელებულ დარტყმას გამოეხმაურა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მომხდარს ომის დანაშაულს უწოდებს.
მისი თქმით, უკრაინის განადგურების მცდელობისას რუსეთმა უკვე ასობით კულტურული ძეგლი დააზიანა.