რუსეთი სისტემატიურად ანგრევს უკრაინაში მართლმადიდებლურ ეკლესიას და მის შენობებს. ბოლო თავდასხმა ოდესის ფერისცვალების ტაძარზე განხორციელდა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება "ტვიტერზე" წერს. მისი განცხადებით, უკრაინა ამ საკითხს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დააყენებს.
"ჩვენ ამ საკითხს გაერო-ს უშიშროების საბჭოს მომავალ შეხვედრაზე დავაყენებთ, რათა ნათლად განვაცხადოთ: რუსეთი ერთადერთი საფრთხეა უკრაინის მართლმადიდებლობისთვის," - აცხადებს კულება.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა წუხელ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ოდესის ფერისცვალების ტაძარი გაანადგურეს.