ტრაგიკული შემთხვევა ამერიკის შტატ ოკლაჰომაში - დედამ თავისი სამი შვილი მოკლა და შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
სამართალდამცველები შემთხვევის ადგილას მას შემდეგ მივიდნენ, როცა სახლთან, გარეთ, ფეიერვერკების აფეთქება შენიშნეს. მათ სახლში 39 წლის შეიარაღებული ქალი დახვდათ.
პოლიცია ეჭვმიტანილთან სამსაათიანი მოლაპარაკებებს აწარმოებდა. მცირეხნიანი სიჩუმის შემდეგ, სახლში შესულ სამართალდამცველებს ოთახში 3 ბავშვთან ერთად გარდაცვლილი ქალი დახვდათ, რომელთაც ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ მიყენებული ჭრილობები.
დაღუპული ბავშვები 11 წლის, 6 წლის და 10 თვის ასაკის არიან. მომხდარზე გამოძიება გრძელდება.