26 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
იაპონიაში თავდასხმისას 3 ადამიანი დაშავდა

3 ადამიანი დაშავდა ცივი იარაღით თავდასხმის დროს იაპონიაში - შემთხვევა ოსაკას რეგიონში, მატარებლის ერთ-ერთ სადგურზე მოხდა. პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი 37 წლის მამაკაცი დაკავებულია. ეჭვმიტანილი სამი დანით იყო შეიარაღებული. სამართალდამცველები თავდასხმის მოტივს ადგენენ.

როგორც ცნობილია, მსგავსი ტიპის დანაშაული იაპონიაში იშვიათია. ქვეყანას მკვლელობების დაბალი მაჩვენებელი და იარაღზე ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონი აქვს მსოფლიოში.

 

დღის ამბები