26 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
ზელენსკის განცხადებით, სამართალდამცველებმა ოდესაში ყოფილი სამხედრო კომისრის კორუფციასთან შესაძლო კავშირის შესახებ აცნობეს

უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ ვიდეო-მიმართვაში ქვეყანაში შესაძლო არსებულ კორუფციაზე ისაუბრა. ზელენსკის სამართალდამცველებმა ოდესაში ყოფილი სამხედრო კომისრის კორუფციასთან შესაძლო კავშირის შესახებ აცნობეს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ასეთი დარღვევა სამხედრო იერარქიაში, შეურაცხყოფს მეომრებს და კანონის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა გარდაუვალია.

"ოდესაში ყოფილ სამხედრო კომისართან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მაცნობეს, რომ არსებობს ეჭვი, მისი ეჭვი უკანონო გამდიდრებისა და სამხედრო სამსახურის ბრძანების დარღვევის ფაქტებზე. ლოგიკურად, ეს ამბავი მხოლოდ სამსახურიდან გათავისუფლებით არ უნდა დასრულებულიყო. გამოძიების სახელმწიფო ბიურო და გენერალური პროკურატურა განაგრძობენ აუცილებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს. ყველა დეტალი, რომლის გასაჯაროებაც შესაძლებელია, საზოგადოებას სამართალდამცავები წარუდგენენ. ზოგადად, "სამხედრო კომისარიატების" შემოწმება გრძელდება. და ყოველი ასეთი დარღვევა სამხედრო იერარქიაში, გამდიდრების ნებისმიერი მცდელობა, შეურაცხყოფს ჩვენს მეომრებს, ჩვენს გმირებს. კანონის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა გარდაუვალია," - განაცხადა ზელენსკიმ.

 

დღის ამბები