26 ნოემბერი 2024,   08:17
ვრცლად
არჩილ თალაკვაძე: რამაც დაშალა ეს ოპოზიცია, ზუსტად იმის გამო ერთიანდებიან, ეს არ არის იდეა, ეს არ არის საქართველოს უკეთესი მომავალი, ეს არის ახალი კონსტიტუცია, რომელიც ადგენს 5%-იან ბარიერს

ჩემი მოკრძალებული მოსაზრება მინდა გავუზიარო ოპოზიციურ ელექტორატს, ზედმეტი მოლოდინები რომ არ ქონდეთ. არ იფიქროთ, რომ აქ რაღაც ნათელი იდეაა, არ იფიქროთ რომ ამ ადამიანებს მართლა გამარჯვების ფორმულა და გასაღები აქვთ. გიორგი ვაშაძე ამბობს რომ მძლავრი დაგეგმვის ფაზაში არიან, ხაბეიშვილი ამბობს რომ გასაღები აქვს ხელში. ერთს მინდა ვუთხრა, რომ ის საკეტი, რომლის გასაღებიც მაგათ აქვთ, დიდი ხანია უკვე ქართველმა ხალხმა გამოცვალა, მეორეს მინდა ვუთხრა,  რომ მძლავრი დაგეგმვის ფაზაში, რამე გადატვირთვა არ მოუვიდეთ - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს პირველი არხის ეთერში, „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ შექმნილი „გამარჯვების პლატფორმის“ შესახებ საუბრისას განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, თავის დროზე ოპოზიციის დაშლა საარჩევნო ბარიერის ფაქტორმა განაპირობა და სწორედ ამის გამო ერთიანდებიან ახლაც.

როგორც მან განმარტა, 0%-იანი ბარიერის დაწესებით, ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას დახარბდნენ და პარლამენტში ცალ-ცალკე შევიდნენ, კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებამ კი, რამაც საარჩევნო ბარიერი 5%-მდე გაზარდა, დაბალრეიტინგიანი პარტიები იძულებული გახადა, კვლავ ვინმესთან გაერთიანდნენ, რათა პარლამენტში მოხვედრის შანსი ჰქონდეთ.

„რამაც დაშალა ეს ოპოზიცია, ზუსტად იმის გამო ერთიანდებიან. ეს არ არის იდეა, ეს არ არის საქართველოს უკეთესი მომავალი, ეს არის მარტივი - ახალი კონსტიტუცია. ჩვენ ვთქვით, რომ დაგიწესებთ 0%-იან ბარიერს, შემობრძანდით ყველანი, თუ ერთი არ არის საკმარისი, სამი, ოთხი, რვა, ცხრა პარტია შემოვიდეს პარლამენტში, გვეკამათეთ, დებატებში დაგვიჯექით და აგვიხსენით, თუ ცუდად ვაკეთებთ, უკეთ როგორ კეთდება თქვენ გვანახეთ. ამიტომ დაიშალნენ მაშინ, დახარბდნენ, იფიქრეს რომ 0%-იანი ბარიერია, ყველა ცალ-ცალკე შევალთ პარლამენტში და დაფინანსება ყველას ცალ-ცალკე გვერგებაო. მართლაც ასე მოხდა, ცალ-ცალკე შემოვიდნენ, ყველას აქვს მილიონიანი დაფინანსებები. მე არ ვიცი, თავის ამომრჩეველს რა ანგარიშს აბარებენ, როგორ და რაში ხარჯავენ, ეს არა ჩემი,არამედ სხვა ინსტიტუტების საქმეა, მაგრამ თავის დროზე, ამისთვის დაიშალნენ. ახლა ერთიანდებიან ისევ მაგის გამო, რომ ახალი კონსტიტუცია ადგენს ევროპულ ბარიერს, რაც აქვს დასავლეთ ევროპას 5%. ფიქრობენ, რომ საერთოდ არ დავრჩეთ პარლამენტის გარეთო, იმიტომ, რომ ზოგიერთი 0%-იანები არიან, ზოგიერთი 1%-იანები არიან, იციან, თუ არ გაერთიანდნენ ვიღაცასთან, შეიძლება დარჩნენ პარლამენტის მიღმა.“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები