26 ნოემბერი 2024,   08:16
ვრცლად
არჩილ თალაკვაძე კელი დეგნანზე - ელჩი უნდა იყოს ინფორმირებული, მისმა სახელმწიფომ რა გამოაქვეყნა ქვეყანასთან დაკავშირებით, სადაც ის ელჩია, დიდი იმედი მაქვს, რომ ის ამ კომენტარიდან უმოკლეს დროში გაეცნობოდა ინფორმაციას

ინფორმაციას ელჩს უმზადებს თავისი ოფისი, შესაბამისად, როცა საქართველოში გახდა ცნობილი [აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტები] ჩვენ გვაქვს ლოგიკური მოლოდინი, რომ ელჩსაც თავისმა ოფისმა უნდა მიაწოდოს ასეთი ინფორმაცია, ის უნდა იყოს ინფორმირებული, მისმა სახელმწიფომ რა გამოაქვეყნა ქვეყანასთან დაკავშირებით, სადაც ის ელჩია, ამიტომ, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ის ამ კომენტარიდან უმოკლეს დროში გაეცნობოდა ამ ინფორმაციას, - ამის შესახებ პარლამენტიის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა და წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებას ეხებოდა, სადაც კელი დეგნანი ამბობს, რომ არ უნახავს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტები, სადაც მიხეილ სააკაშვილის ლობისტების საქმიანობაზეა საუბარი, როცა ამავე დოკუმენტების მიხედვით, ლობისტური კომპანიის ერთერთი სტრატეგია სწორედ საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან კომუნიკაციას უკავშირდებოდა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, სჯერა, რომ ეს ინფორმაცია ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს ბევრ ადამიანს, ვინც საქართველოს მიმართ კრიტიკას ეთანხმებოდა.

„პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთი ტიპის ინფორმაციას ელჩს უმზადებს თავისი ოფისი და შესაბამისად, როცა საქართველოში გახდა ცნობილი, ალბათ ჩვენ გვაქვს ლოგიკური მოლოდინი, რომ ელჩსაც თავისმა ოფისმა უნდა მიაწოდოს ასეთი ინფორმაცია და ის უნდა იყოს ინფორმირებული, მისმა სახელმწიფომ რა გამოაქვეყნა ქვეყანასთან დაკავშირებით, სადაც ის ელჩია, ამიტომ, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ის ამ კომენტარიდან უმოკლეს დროში გაეცნობოდა ამ ინფორმაციას, რომელიც, მჯერა, რომ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს ბევრ ადამიანს, ვინც საქართველოს მიმართ იმ კრიტიკას ეთანხმებოდა, რაც თუნდაც ევროპარლამენტარების რეზოლუციაში იყო, ან ეთანხმებოდა მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის განცხადებებს, რომ თითქოს ჩვენ ვინმეს ჯანდაცვას ვუზღუდავთ და თითქოს ჩვენ მოვწამლეთ ადამიანი და ა.შ. ეს აბსურდები, რაც ამ თვეების განმავლობაში გვესმოდა, მაგრამ ამაში იმდენი ფული იყო დახარჯული, რომ ბევრმა დაიჯერა ეს. საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ფულს რომ იხდი მაშინ, როცა მართალი არ ხარ და ყველაზე კარგად შენ იცი, რომ სინამდვილეში არანაირი ჯანმრთელობის საკითხი იქ არ არის, ეს არის ყველაზე ამორალური“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისივე თქმით, საქართველო და აშშ განაგრძობენ მტკიცე ურთიერთობებს და ვერანაირი სააკაშვილი, ოპოზიციური ჯგუფები და სუბიექტური დაინტერესება ამ ურთიერთობებს ზიანს ვერ მიაყენებს. „ის ურთიერთობები, რომელიც 30 წელზე მეტს ითვლის საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, ძალიან ფასეულია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ურთიერთობებს პოზიტიური და ნათელი მომავალი აქვს. საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობენ მტკიცე ურთიერთობებს და ვერანაირი სააკაშვილი, ვერანაირი ოპოზიციური ჯგუფები, ვერანაირი სუბიექტური დაინტერესება ამ ურთიერთობებს ვერ მიაყენებს ისეთ ზიანს, როგორიც უნდათ ჩვენს მტრებს და მოწინააღმდეგეებს, რომ მიადგეს“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები