26 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
პროტესტის 29-ე კვირა ისრაელში - სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ დემონსტრაციები გრძელდება

ისრაელის სიდიდით მეორე ქალაქში დაწყებულმა პროტესტმა დედაქალაქში გადაინაცვლა. ქვეყანაში ასიათასობით ადამიანი სასამართლო რეფორმის წინააღმდეგია. მასობრივი საპროტესტო აქციები ხელისუფლების გეგმას მოჰყვა. იმ პროექტს, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში სასამართლო სისტემის რეორგანიზაცია იგეგმება.

პროტესტის ფორმა მშვიდობიანია. დედაქალაქში ჩასული და მსვლელობას შეერთებული ათასობით ადამიანი ქალაქის ცენტრალურ უბანში რჩება და ისინი პარლამენტთან კარვების გაშლას აპირებენ. ამბობენ, რომ ქუჩაში სასამართლო რეფორმის კენჭისყრამდე დარჩებიან. პროექტს ისრაელის პარლამენტი ხვალიდან განიხილავს.

ათიათასობით მომიტინგის გზა გრძელი იყო. არ შეუშინდნენ არც უკიდურესად მაღალ ტემპერატურას და არც ქალაქებს შორის მანძილს. რეფორმის განხორციელებას მთავრობაში მოსამართლეთა "გადაჭარბებული" უფლებამოსილების შეზღუდვის მიზეზით ხსნიან. საპირისპიროს ამტკიცებენ ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში დგანან და შიშობენ, რომ ამ ნაბიჯით, ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე კონტროლი შემცირდება და სასამართლოები დამოუკიდებლობას დაკარგავენ.

მომიტინგეთა რამდენიმეკილომეტრიანმა კოლონამ იერუსალიმისკენ მიმავალი მთავარი გზატკეცილი ანტისამთავრობო შეძახილების ფონზე გაიარა. მასობრივი პროტესტი რამდენიმე თვის წინ, ჯერ კიდევ მარტში დაიწყო.

 

 

დღის ამბები