ვარკეთილის მეტროსთან მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა - ინფორმაცია "კურიერს" შინაგან საქმეთ სამინისტროში დაუდასტურეს. საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მეტრო "ვარკეთილთან" მამაკაცმა, მეგობარი ყელის არეში დაჭრა და გაიქცა. დაჭრილი მამაკაცი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.