26 ნოემბერი 2024,   08:19
ვრცლად
საქართველო მიდის სწორი მიმართულებით, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა სწორად ვითარდება - მიხეილ დუნდუა

საქართველო მიდის სწორი მიმართულებით. ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა სწორად ვითარდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ განაცხადა
მან კომენტარი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დასკვნაზე გააკეთა. 
 
"ჩვენ მაღალი გვაქვს როგორც საქონლის ექსპორტისა და მომსახურების მაჩვენებლები, ასევე საქართველო ყალიბდება ძლიერ საექსპორტო ქვეყნად, სადაც ექსპორტი მაღალ სიმაღლეზეა. ტურისტული მიმართულებითაც გვაქვს მაღალი ექსპორტი და ეროვნული წარმოების კარგი მაჩვენებლები. 
 
საერთაშორისო სავალუტო ფონდი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს წარმატებულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკასა და მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებს. მნიშვნელოვანია, რომ მაღალი საბიუჯეტო პარამეტრები, ფისკალური პოლიტიკა, რასაც საქართველო ატარებს, შენარჩუნდეს და განვითარდეს, იგი მიდის სწორი მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენ დადებითი მოლოდინი გვაქვს. საქართველო გააგრძელებს ეკონომიკურ ზრდას მაღალი მაჩვენებლებით“, - აღნიშნა დონდუამ
 
13-21 ივლისს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ ბოლოდროინდელი ეკონომიკური და ფინანსური ვითარების განხილვისა და რეფორმის პრიორიტეტების შეფასების მიზნით, ვირტუალურ ფორმატში საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრები გამართა. აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ზრდას განაგრძობს. 2023 წლის იანვარ მაისში ეკონომიკა 7,5%-ით გაიზარდა. ეკონომიკის ზრდას, კი ხელს უწყობს ძლიერი ტურიზმი, ტრანზიტული ვაჭრობა.

დღის ამბები