26 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
ყოფილი ნაციონალი არ არსებობს - მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ვაშაძე/ხაბეიშვილის ერთ პლატფორმაში გაერთიანებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ენმ-სა და "სტრატეგია აღმაშენებს შორის იდეური სიახლოვე ყოველთვის არსებობდა.

"ეს არის არა რაღაც იდეური გაერთიანება ან ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ იდეური სიახლოვე ამ ხალხს შორის ყოველთვის არსებობდა. შეგვიძლია ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზი გავაკეთოთ, ყოფილი ნაციონალი არ არსებობს, როგორც ჩანს და შესაბამისად, ეს არის მიზეზი რის გამოც, მიუხედავად მათი სურვილისა, რომ ყოფილიყვნენ დამოუკიდებლად, მაგალითად, ვაშაძეს ჰქონდა ეს სურვილი და ღიად საუბრობდა ამის შესახებ, რომ მას არ უნდოდა იმ ტვირთის ტარება, რაც ნაციონალური მოძრაობის მძიმე რეპუტაციას უკავშირდება. ახლა მას ამ კომფორტზე უარის თქმა უწევს და შესაბამისად, იმ წიაღში დაბრუნება, რომელი წიაღიდანაც ის წარმოიშვა. წარუმატებლობის გზაზე მდგომი ეს ორი პოლიტიკური პარტია ომახიან განცხადებებს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის თითქოს წარმატების ფორმულა, წარმატების პლატფორმა და ა.შ. მაგრამ, სინამდვილეში, ყველა კარგად ხვდება, რომ უბრალოდ მათ მოსაფიქრებელი აქვთ ალტერნატიული გზები იმისთვის, რომ ახლა დაღმართში მავალი ეს პოლიტიკური დაჯგუფებები რაღაცნაირად გადაარჩინონ," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები