26 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
"ერთი სიით გასვლა, მე ვფიქრობ, ძალიან ბევრ ხმას დაგვაკარგვინებს" - ბაჩო დოლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ არჩევნებში  "ნაციონალური მოძრაობის" და "სტრატეგია აღმაშენებელის" ერთიანი სიით ბრძოლის იდეას არ იზიარებს. 

"ერთი სიით გასვლა, მე ვფიქრობ, ძალიან ბევრ ხმას დაგვაკარგვინებს, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით ჩემი მეგობრების პოზიციაც მახსოვს ადრე, რომლებიც საუბრობდნენ რომ შეცდომა იქნება ერთი სიით ყველა პოლიტიკური პარტიის წარმოჩენა 2024 წლის არჩევნებზე. დღეს სხვა რიტორიკა მესმის. უფლებას ვიტოვებ, არ დავეთანხმო მიხეილ სააკაშვილის პოზიციას, იმაში, რომ მსგავსი ტიპის გაერთიანება შეიძლება იყოს პრაგმატულად სწორი. ასევე, რა თქმა უნდა, არ დავეთანხმებოდი იმას რომ არაფორმალური მმართველობა არ არის პარტიაში,“ - აცხადებს ბაჩო დოლიძე.

დღის ამბები