26 ნოემბერი 2024,   08:17
ვრცლად
"პლატფორმა შექმნილია მიხეილ სააკაშვილის გარშემო და ცხადია, ის ჩართული იქნება ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში" - ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებელის" ერთ პლატფორმაში გაერთიანების შემდეგ, ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ვაშაძემ სამტრედიაში, ამომრჩეველთან პირველი შეხვედრა გამართეს. მხარდაჭერებს მათ საკუთარი ხედვები და გეგმები გააცნეს. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პლატფორმა შეიქმნა მიხეილ სააკაშვილის გარშემო და ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში ექსპრეზიდენტი იქნება ჩართული. 

"თანამშრომლობა დაფუძნებულია თანასწორობაზე. მე მოვუწოდებ ყველას, ვისაც ისტერიკები აქვს უფროს-უმცროსობაზე, ჩვენ ეს არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს საქმე. დანარჩენი სისულელეები არავის არ აინტერესებს. ეს პლატფორმა შექმნილია მიხეილ სააკაშვილის გარშემო და ცხადია, პრეზიდენტი სააკაშვილი ჩართული იქნება ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში და ის იქნება მთავარი ფაქტორი," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი. 

დღის ამბები