"ინტერ მაიამის" შემადგენლობაში ლიონელ მესის დებიუტი ოფიციალურად შედგა. ლიგების თასის მატჩში არგენტინელის ახალმა კლუბმა, მექსიკური „კრუს ასული“ 2:1 დაამარცხა. გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს ჯარიმიდან სწორედ მესიმ გაიტანა.
არგენტინელი მოედანზე 54-ე წუთზე, შეცვლაზე შევიდა და კაპიტნის სამკლავური გადაიბარა. მასთან ერთად მინდორზე სერხიო ბუსკეტსიც გამოჩნდა, რომელმაც ასევე სადებიუტო მატჩი ჩაატარა.