ისტორიაში პირველად, ორი ქართული საფეხბურთო კლუბი უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
გორის დილამ მიუხედავად სტადიონზე შუქის ჩაქრობისას, სლოვაკურ გუნდს 3-ით 2 მოუგო. გორელების შემდეგი მეტოქე უკრაინული კლუბი ვორსკლა პოლტავაა რომელთანაც მატჩი ომის გამო პოლონეთში გაიმართება.
მძიმე თამაშის გადატანა მოუწია ქუთაისის ტორბედოსთან. ბოსნიის სარაევოსთან ქუთაისელმა ფეხბურთელებმა ანგარიში ჯერ ბოლო წუთებზე გაათანაბრეს, შემდეგ კი მეტოქე პენლების სერიაში დაამარცხა.
ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებელი სტარტის გამო კონფერენსლიგაზე ასპარეზობას გააგრძელებს თბილისი დინამოც. მატჩები ქართული კლუბების მონაწილეობით 25 ივლისსა და 3 აგვისტოს გაიმართება.