მესტია, ყაზბეგი და ბახმარო მთის დღეების ფესტივალის მასპინძლობისთვის ემზადებიან.
ადგილობრივი კულინარია, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სპორტული აქტივობები და კონცერტი-ეს მხოლოდ ნაწილია იმ ღონისძიებებისა, რომელიც ხვალ სამივე ლოკაციაზე გაიმართება. მთის და ადგილობრივი კულტურის მოყვარულებს ფესტივალი რომელიც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს აერთიანებს, ერთი წლით დაემშვიდობება.