26 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
წარუმატებლობის ახალი ფორმულა შექმნა - აღმაშენებლის მაგივრად, ხაბეიშვილთან დაიჭირა კავშირი, საქმე პარადოქსთან გვაქვს - გურამ მაჭარაშვილი ვაშაძეზე

გამარჯვების პლატფორმა, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობისა" და "სტატეგია აღამაშენებელის" ერთობას გულისხმობს, მმართველ გუნდში შეაფასეს. 

"თუ ვაშაძე და მანჯგალაძე დატოვებენ ამ პოლიტიკურ ჯგუფს, მაშინ ისინი გააგრძელებენ მუშაობას არსებული ფორმატით. სხვა მხრივ, ცხადია, რომ ამ პოლიტიკურ ჯგუფში სრული დისკომუნიკაცია იყო და მათ ნორმალურად არც კი იცოდნენ თუ ასეთი ტიპის კონსულტაციები როგორ მიმდინარეობდა,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი, გურამ მაჭარაშვილი კი აცხადებს, რომ ის ჯგუფები, რაც გიორგი ვაშაძემ აქამდე შექმნა, წარუმატებელი აღმოჩნდა. მისივე თქმით, ახლა ვაშაძემ "წარუმატებლობის ახალი ფორმულა" მოიგონა და ხაბეიშვილთან დაიჭირა კავშირი.

"ჯერ შექმნა "შარლ მიშელი რეფორმების ჯგუფი", შემდეგ მიშელმა იქიდან უსაყვედურა და დარჩა მხოლოდ "რეფორმების" ჯგუფი, რეფორმებშიც ვერაფერი გააკეთა, მერე შექმნა ცნობილი სამეული, საზოგადოებას კი იმის არც შექმნა ახსოვს და არც დაშლა. ახლა კი ისევ წარუმატებლობის ახალი ფორმულა შექმნა - აღმაშენებლის მაგივრად, ხაბეიშვილთან დაიჭირა კავშირი. საქმე პარადოქსთან გვაქვს. რაც შეეხებათ თავად ვაშაძესა და მანჯგალაძეს, ვერაფერს ვეტყვი იმიტომ, რომ დღეს აქ არია და ხვალ რომელ გაჩერებაზე გაჩერდებიან კაცმა არ იცის. რეგლამენტი ასეთ გაუწონასწორებელ პოლიტიკოსებზე აქცენტს ვერ აკეთებს,"- აღნიშნავს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი, გურამ მაჭარაშვილი.

ახალი პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაცია გუშინ ჩატარდა, სადაც ნაციონალურმა მოძრაობამ და სტატეგია აღამაშენებელმა ერთობის შესახებ განაცხადეს. "რეფორმების" ჯგუფის 3 წევრი, ახალ პლატფორმას არ უერთდება. თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე და ტარიელ ნაკაიძე აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსში შესვლა.

დღის ამბები