26 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

ლისაბონში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ სილვასთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილეს - აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და პორტუგალიის პარლამენტებს შორის თანამშრომლობაზე. მიმოიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ასრულებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციას. ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ქვეყანას აქვს პორტუგალიის მტკიცე მხარდაჭერის იმედი.

საუბარი შეეხო ნატო-ს ვილნიუსის სამიტს და აღინიშნა საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერა.

დღის ამბები