ჩრდილოეთ იტალიაში ძლიერი სეტყვის შედეგად ასზე მეტი ადამიანი დაშავდა. მოგლეჯილმა ხეებმა სახლები, მანქანები და ინფრასტრუქტურა დააზიანა.
სეტყვამ ზარალი მიაყენა ნათესებსაც. მედიის ცნობით, ძლიერი სეტყვა იყო იტალიის ქალაქ მანტუაშიც. სტიქიამ დააზიანა მზის პანელები და ბაღები.
პარალელურად ბოლო ერთი კვირაა, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ძლიერი სიცხეა. რომში ტემპერატურა თითქმის 42 გრადუსს აღწევს.