26 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
"პოზიციების თანხვედრა ნამდვილად აღარ არსებობს" - "რეფორმების" ჯგუფის 3 წევრი ახალ პლატფორმას არ უერთდება

"რეფორმების" ჯგუფის 3 წევრი ახალ პლატფორმას არ უერთდება. თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე და ტარიელ ნაკაიძე აცხადებენ, რომ მათთვის "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსში შესვლა მიუღებელია.

"ჯგუფის შექმნის დროს იყო სხვა მოცემულობა და ჯგუფიდან "ნაციონალურ მოძრაობასთან" არც ერთი დეპუტატი არ ვთანამშრომლობდით იმ რეჟიმით, რაც ახალ რეალობაშია. თუმცა ვიტყვი იმას, რომ ჯგუფის შიგნით კონსულტაციები ჯერ არ გვქონია გამომდინარე იმ რეალობიდან, რაც გუშინ დადგა.

მას შემდეგ, რაც კონსულტაციებს ჩავატარებთ, უფრო მეტი გახდება ცნობილი. ამ ჯგუფიდან 3 დეპუტატი არ ვაპირებთ "ნაციონალურ მოძრაობასთან" იმ ფორმით თანამშრომლობას, რა ფორმითაც ეს "სტრატეგია აღმაშენებლის" შეთხვევაშია. ცალსახაა, რომ "სტრატეგია აღმაშენებლი" აბსოლუტურად განსხვავებული მიმართულებით წავიდა და პოზიციების თანხვედრა ნამდვილად აღარ არსებობს," - აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია.

ახლა მთავარი კითხვაა, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ფონზე, როგორ შეძლებს "რეფორმების ჯგუფი" საპარლამენტო მუშაობის ერთად გაგრძელდებას. თავად "სტრატეგია აღმაშენებელში" კი ამბობენ, რომ საკითხის გასარკვევად დრო ჯერ კიდევ აქვთ.

"ვაპირებთ კოალიცია გვქონდეს ხალხთან, ვისაც აინტერესებს ეს ბუღალტერია იმან ილაპარაკოს. საერთოდ არ ვფიქრობთ რომ რაღაცჯგუფი შევქმნათ, მთავარი ჯგუფი კი არა, ხალხია,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე.

დღის ამბები