უკრაინის ელჩი გაერთიანებულ სამეფოში თანამდებობიდან გათავისუფლებულია - ბრძანება ზელენსკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ელჩმა ზელენსკი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის ბენ უოლესის მისამართით გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა. უკრაინის პრეზიდენტის სიტყვები კი "არაჯანსაღ სარკაზმად" შეაფასა.
როგორც ზელენსკის ბრძანებაშია აღნიშნული, პრისტაიკო ბრიტანეთში სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობის გარდა, ასევე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის პოსტიდანაც მოხსნილია.